Sunday, July 12, 2015

სამშენებლო მასალები


დღე მეცხრე

დღეს ჩვენი ტრენინგის დასკვნითი ნაწილია წარმოვადგინეთ ჩვენი პროქტები დასრულებული სახით, დავამატეთ ერთი დეტალი-ვიდეორგოლის სახით,, ეს ვიდეო მოვიძიეთ საიტზე https://www.youtube.com/ ჩვენს თემასთან დაკავშირებით.. ვისწავლეთ ლინკების ჩასმა ბლოგზე. ამის შემდეგ მოვაწყვეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები. კოლეგებმა საკმაოდ დიდი სამუშაოები გაწიეს იმისათვის რომ წარმოედგინათ პროექტები საუკეთესოდ. ყველას პროექტი საინტერესო და კარგად დამუშავებული იყო.

ზოგადად ტრენინგი იყო ძალიან შრომატევადი და საინტერესო.
მადლობა გიორგის გაწეული დახმარებისათვის და ასეთი საინტერესო და მრავილსმომცველი ინფორმაციის მოწოდებისათვის.

დღე მერვე

დღეს მერვე სატრენინგო დღეა
დღევანდელი დღე დაიწყო ჩვენი პროექტების შემოწმებით სადაც დავამატეთ მოსწავლის ნიმუში და შეფასების რუბრიკები, მივიღეთ გარკვეული შესწორებები გიორგისგან და ჩავასწორეთ, შემდეგ გადავედით უკვე იმ აქტივობებზე რომლის საშუალებითაც ჩვენს პროექტს მიეცემა დასრულებული სახე.
სახელმძღვანელოში http://www.tpdc.ge/essentials/ გავეცანით მე-6 და 7 მოდულებს სადაც მოცემული იყო დიფერენცირებული სწავლების ნიმუშები და ფასილიტაციის ტექნოლოგიების გამოყენება პროექტში, სამწუხაროდ ტრენინგის მსვლელობისას გაითიშა ელექტროენერგია, თუმცა გიორგიმ მახერხეა და პერსონალური კომოიტერით დაასრულა ახსნა, მოგვცა მითითებები როგორ უნდა დავასრულოთ და სრულვყოთ ჩვენი პროექტი. მადლობა გიორგის ასეთი მონდომებისათვის.
მომავალ შეხვედრამდე.

Monday, July 6, 2015

დღე მეშვიდე

დღეს სატრენინგო კურსის მეშვიდე სამუშაო დღეა.საკმაოდ საინტერესო სამუშაო შევასრულეთ-მეხუთე  მოდულის  აქტივობები განვიხილეთ.ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე:კოლაბორაციულ და პრეზენტაციის შეფასებაზე.გუგლის ფორმაში შევქმენით შეფასების ფორმა.გავაკეთეთ კითხვარის-ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე ცხრილი.განვიხილეთ შეფასების დროს გამოსაყენებელი შესაბამისი ფორმულა.
მივიღეთ დავალებები.......
    დღევანდელი დღით უზომოდ კმაყოფილი ვარ.......მადლობა ჩემს კოლეგებს, და რა თქმა უნდა,ბატონ გიორგის.........

Friday, July 3, 2015

დღე მეექვსე

დღეს მეექვსე სატრენინგო დღეა.საკმაოდ საინტერესო, შრომატევადი და მსუყე სამუშაო პროცესი გვქონდა. განვიხილეთ ჩვენი ბლოგის გასაჯაროვების ვარიანტები;შევქმენით ჩვენი პორტფოლიო;მოვახდინეთ საჭირო რესურსების პორტფოლიოში განთავსება;ვიმსჯელეთ პორტფოლიოს რუბრიკასა და ჩეკლისტზე;ვიმუშავეთ დრაივში...მივიღეთ  დავალებები.........ძალიან მინდა არ გამოვეთიშო ამ სატრენინგო პროგრამას,რადგანაც შესასწავლი მასალა საჭირო და საინტერესოა,ამასთან ტრენერი კვალიფიციური და გადმოცემის უმაღლესი ხარისხის მქონე (ეს არა მარტო ჩემი აზრია)............

Monday, June 29, 2015

დღე მეოთხე

დღეს მეოთხე სატრენინგო დღე:განვიხილეთ და პრაქტიკულად განვახორციელეთ პროექტის სარეკლამო ბუკლეტისთვის სურეთების მოძიება და ჩასმა;პროექტის ფარგლებში საჭირო შეფასებების ეტაპობრივად გამოყენების სქემა შევადგინეთ;კიდევ ერთხელ შევასრულეთ საჭირო მასალის მოძიება,შენახვა,შესაბამის ადგილას ჩასმა;გავერკვიეთ პროექტის პრეზენტაციის დაგეგმვასა და შესაბამისად განხორციელებაში.განვიხილეთ ნიმუშები.მივიღეთ (შენიშვნებთან ერთად) დავალებები.
ძალიან მომწონს ისტის სწავლების ეს პროცესი.მიუხედავად ჩემი არანორმალური გრაფიკისა და პრობლემებისა,სიამოვნებით მოვიჩქარი აქ.წარმომიდგენია(ჩემი ამ ოთხი დღის მანძილზე ათვისებული მასალი მიხედვით თუ ვიმსჯელებ),დაწყნარებული და, რა თქმა უნდა,მოტივირებული პედაგოგები როგორი ხარისხის მიღწევას შეძლებენ..........

Friday, June 26, 2015

დღე მესამე:

მესამე სატრენინგო დღე:განვიხილეთ როგორ ჩამოვაყალიბოთ პროექტის ფარგლებში ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.ბლოგზე შევქმენით დამატებითი გვერდი საკუთარი მონაცემებით.ვიმსჯელეთ და მონახაზი გავაკეთეთ პროექტის სარეკლამო ბუკლეტისთვის.ვისწვლეთ საჭირო ინფორმაციის გადმოწერა,ჩასწორება,შენახვა,გადადზავნა.განვიხილეტ,აგრეთვე,ინტელის სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.ვთვლი,რომ დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

მიმართულების მიმცემი საკვაძო კითხვები

ზოგადი:
1.რა გამოყენება შეიძლება ქონდეს მათემატიკას (მის ნაწილებს) ყოფით ცხოვრებაში.
თემატური:
1.რა ფიგურების ფართობის ცოდნაა აუცილებელი ოთახის რემონტის დროს.
2.მათემატიკის რა ნაწილი შეისწავლის ამ ფიგურებს და  გამოსაყენებელი ფორმულები.
3.რა მოქმედებები და განზომილებებია აუცილებელი ზუსტი რიცხვითი მაჩვენებლის დასადგენად.
შინაარსობრივი:
1.როგორ განვსაზღვრო ნებისმიერი ასიმეტრიული მრავალკუთხედის ფართობის
გამოსათვლელი ფორმულა.
2.აზომვითი სამუშაოებისას საჭირო განზომილებები.
3.აზომვების რაოდენობის სესამცირებლად რა დეტალების გათვალისწინებაა საჭირო.
4.ამ დროს რა უფრო მომგებიანია–ოთახის ბრტყელი ფიგურების სახით ცალ–ცალკე გან–
ხილვა თუ,როგორც ერთიანი სივრცული ფიგურის(დასაბუთება).
5.მასალის მოძიების რა გზების შემოთავაზება შეიძლება არგუმენტირებულად.


Wednesday, June 24, 2015

დღე მეორე

დღეს მეორე სატრენინგო დღეა.ვისწავლე ბლოგის შექმნა.ახლად შექმნილ ბლოგზე გამოვაქვეყნე ერთ-ერთი პროექტის სათაური.ვიმუშავე სტატიის დაგეგმვაზე.მოვახდინე შესაბამისი დოკუმენტის მომზადება,ჩასწორება,დიზაინის ფერის არჩევა.ერთმანეთის ბლოგს კომენტარი გავუკეთეთ. ჩემი აზრით(და არა მარტო ჩემი),ბრწყინვალე პედაგოგი გვყავს.ვისურვებდი მოზარდებთან ასეთი პროფესიონალების(ყველანაირი გაგებით) ხილვას.........

დღე პირველი


  • პირველი ტრენინგის რეპლექსია : პირველი დღე დაიწყო ტრენერის,ბატონი გიორგი არავიაშვილის გაცნობით. მან გაგვაცნო ტრენინგის თემის ძირითადი პუნქტები გაწერილი თითოეულ სატრენინგო დღეზე. პირველი მეცადინეობა ეხებოდა ინტელის ახალ ხედვას.გავეცანით ელექტრონული სახელმძღვანელოს მოხმარების წესებს.შევქმენით ახალი ელფოსტა.მივიღეთ პირველი დავალება.ვთვლი,რომ დღემ ნაყოფიერად ჩაიარა,მიუხედავად არანორმალური სიცხისა და უჟანგბადობისა.დიდი მადლობა ბატონ გიორგის,რომ ძალიან საინტერესოდ  და ხარისხიანად ხსნის თითოეულ დეტალს.ვთვლი,რომ მისგან არა მარტო მასალის სწალაა შესაძლებელი...........