Sunday, July 12, 2015

სამშენებლო მასალები


დღე მეცხრე

დღეს ჩვენი ტრენინგის დასკვნითი ნაწილია წარმოვადგინეთ ჩვენი პროქტები დასრულებული სახით, დავამატეთ ერთი დეტალი-ვიდეორგოლის სახით,, ეს ვიდეო მოვიძიეთ საიტზე https://www.youtube.com/ ჩვენს თემასთან დაკავშირებით.. ვისწავლეთ ლინკების ჩასმა ბლოგზე. ამის შემდეგ მოვაწყვეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები. კოლეგებმა საკმაოდ დიდი სამუშაოები გაწიეს იმისათვის რომ წარმოედგინათ პროექტები საუკეთესოდ. ყველას პროექტი საინტერესო და კარგად დამუშავებული იყო.

ზოგადად ტრენინგი იყო ძალიან შრომატევადი და საინტერესო.
მადლობა გიორგის გაწეული დახმარებისათვის და ასეთი საინტერესო და მრავილსმომცველი ინფორმაციის მოწოდებისათვის.

დღე მერვე

დღეს მერვე სატრენინგო დღეა
დღევანდელი დღე დაიწყო ჩვენი პროექტების შემოწმებით სადაც დავამატეთ მოსწავლის ნიმუში და შეფასების რუბრიკები, მივიღეთ გარკვეული შესწორებები გიორგისგან და ჩავასწორეთ, შემდეგ გადავედით უკვე იმ აქტივობებზე რომლის საშუალებითაც ჩვენს პროექტს მიეცემა დასრულებული სახე.
სახელმძღვანელოში http://www.tpdc.ge/essentials/ გავეცანით მე-6 და 7 მოდულებს სადაც მოცემული იყო დიფერენცირებული სწავლების ნიმუშები და ფასილიტაციის ტექნოლოგიების გამოყენება პროექტში, სამწუხაროდ ტრენინგის მსვლელობისას გაითიშა ელექტროენერგია, თუმცა გიორგიმ მახერხეა და პერსონალური კომოიტერით დაასრულა ახსნა, მოგვცა მითითებები როგორ უნდა დავასრულოთ და სრულვყოთ ჩვენი პროექტი. მადლობა გიორგის ასეთი მონდომებისათვის.
მომავალ შეხვედრამდე.

Monday, July 6, 2015

დღე მეშვიდე

დღეს სატრენინგო კურსის მეშვიდე სამუშაო დღეა.საკმაოდ საინტერესო სამუშაო შევასრულეთ-მეხუთე  მოდულის  აქტივობები განვიხილეთ.ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე:კოლაბორაციულ და პრეზენტაციის შეფასებაზე.გუგლის ფორმაში შევქმენით შეფასების ფორმა.გავაკეთეთ კითხვარის-ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე ცხრილი.განვიხილეთ შეფასების დროს გამოსაყენებელი შესაბამისი ფორმულა.
მივიღეთ დავალებები.......
    დღევანდელი დღით უზომოდ კმაყოფილი ვარ.......მადლობა ჩემს კოლეგებს, და რა თქმა უნდა,ბატონ გიორგის.........

Friday, July 3, 2015

დღე მეექვსე

დღეს მეექვსე სატრენინგო დღეა.საკმაოდ საინტერესო, შრომატევადი და მსუყე სამუშაო პროცესი გვქონდა. განვიხილეთ ჩვენი ბლოგის გასაჯაროვების ვარიანტები;შევქმენით ჩვენი პორტფოლიო;მოვახდინეთ საჭირო რესურსების პორტფოლიოში განთავსება;ვიმსჯელეთ პორტფოლიოს რუბრიკასა და ჩეკლისტზე;ვიმუშავეთ დრაივში...მივიღეთ  დავალებები.........ძალიან მინდა არ გამოვეთიშო ამ სატრენინგო პროგრამას,რადგანაც შესასწავლი მასალა საჭირო და საინტერესოა,ამასთან ტრენერი კვალიფიციური და გადმოცემის უმაღლესი ხარისხის მქონე (ეს არა მარტო ჩემი აზრია)............